ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

სტუდენტმა მარიამ აბრალავამ მონაწილეობა მიიღო პროექტში „Literatur-Wochenende”

სურათი

24-25 სექტემბერს ბსუ-ს გერმანული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტმა მარიამ აბრალავამ მონაწილეობა მიიღო პროექტში ,,Literatur-Wochenende”.  ლიტერატურულ პროექტს წელს ჩაეყარა საფუძველი და საქართველოში ავსტრიის საელჩოს ორგანიზებით ხორციელდება. საქართველოს მასშტაბით გამართულ შესარჩევ ტურში გამარჯვებულმა თითოეულმა მონაწილემ ავსტრიელი ავტორის ერთი წიგნი წარადგინა. ბსუ-ს სტუდენტი მარიამ  აბრალავა პროექტში ფელიქს მიტერერის პიესით ,,იდიოტებისთვის ადგილი არ არის“ წარსდგა.

ავსტრიის ელჩმა საქართველოში თომას მიულმანმა ლიტერატურული პროექტის მონაწილეებს სერთიფიკატები გადასცა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა