ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

უკრაინელ პოეტებთან - ჰალინა კრუკთან და დმიტრო ლაზუტკინთან - შეხვედრა-დისკუსია „წერის ხელოვნება“ გაიმართა

სურათი

ოდესის VIII საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში,  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკრაინელ პოეტებთან - ჰალინა კრუკთან და დმიტრო ლაზუტკინთან  - შეხვედრა-დისკუსია „წერის ხელოვნება“ გაიმართა. შეხევედრაზე სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და საზოგადოების წარმომადგენლებს უკრაინელმა პოეტებმა ომის თემატიკაზე, რეალურ ამბებზე შექმნილი საკუთარი ლექსები წაუკითხეს. ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ასევე, გაცნობოდნენ ჰალინა კრუკისა და დმიტრო ლაზუტკინის  ლექსებს ქართულ ენაზე.

უკრაინელმა პოეტებმა შეხვედრა-დისკუსიაზე ისაუბრეს უკრაინაში ომით გამოწვეულ სისასტიკესა და ტრაგიკულ მოვლენებზე, იმსჯელეს აგრეთვე თუ რა ზეგავლენა მოახდინა ომმა ლიტერატურაზე. ღონისძიებას მოდერატორობას უწევდა პოეტი პაატა შამუგია. 

პოეტი, პროზაიკოსი, ლიტერატურის მკვლევარი და მთარგმნელი ჰალინა კრუკი ოცი წლის ასაკიდან უკრაინულ ლიტერატურაში მნიშვნელოვან ხმად ითვლება. პირველი ორი ლირიკული კრებულით 1996 წელს გაიმარჯვა უკრაინულ ლიტერატურულ კონკურსში „პრივატნაია ჟიტია“ და მიიღო გრანოსლოვოს პრემია. წერს საბავშვო ლექსებსა და პროზაულ  ნაწარმოებებს, 2003 წელს გაიმარჯვა საერთაშორისო საბავშვო წიგნების კონკურსში „Step by Step“. მისი ნაწარმოებები ნათარგმნია 20-ზე მეტ ენაზე. ჰალინა კრუკი  თარგმნის პოლონური, ლიტვური, რუსული და ბელარუსული ენებიდან. ფესტივალზე წარმოდგენილია მისი ლექსები, რომლებიც ქართულად რაულ ჩილაჩავას მიერ ითარგმნა.

დმიტრო ლაზუტკინი ცნობილი უკრაინელი პოეტი და სპორტის კომენტატორია. მუშაობდა ინჟინრად, იურისტად, კარატეს მწრთვნელად და ტელეწამყვანად. მიღებული აქვს არაერთი სპორტული ჯილდო. მისი ლექსები რიტმულად ახლოსაა სლემ-პოეზიასთან, მათში იგრძნობა ავტორის სპორტთან კავშირი.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფესტივალის მხარდამჭერია.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა