21 ოქტომბერი 2022 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტში სტუმრად იმყოფებოდა თბილისის იუნუს ემრეს ინსტიტუტის დირექტორი ჯან გურაი. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს თურქოლოგიის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ახალი ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე.