6 დეკემბერი 2022 წელი
პროექტი „ქართული ენის კურსები ბათუმში მცხოვრები ომით დაზარალებული უკრაინელებისათვის“ დასრულდა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის მონაწილეებს ქართული ენის სერტიფიკატები გადაეცათ. ომით დაზარალებული უკრაინელებისთვის ქართული ენის სწავლება 4 თვის განმავლობაში, კვირაში ორჯერ მიმდინარეობდა და მას ბსუ-ს პროფესორი მაია კიკვაძე უძღვებოდა. პროექტი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრმა, ენის ამერიკულ ცენტრთან და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად განახორციელა. იგი ცნობილი ქართველოლოგის, ენათმეცნიერის, პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის ხსოვნას მიეძღვნა.
პროექტს „თემის გაძლიერება გენდერული თანასწორობისთვის" ახორციელებს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ (NCCE) ორგანიზაციასთან „ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის" თანამშრომლობით. პროექტი ნაწილია პროგრამის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.