9 დეკემბერი 2022 წელი
2022 წლის 09 დეკემბერს ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაიმართა ფაკულტეტის დეკანის არჩევნები.
ფაკულტეტის საბჭოს 96 წევრიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 89 ამომრჩეველმა. არჩევნებში დარეგისტრირებულმა კანდიდატებმა მიიღეს ხმების შემდეგი ოდენობა:
1. რამაზ ხალვაში - 35 ხმა;
2. ინგა შამილიშვილი - 12 ხმა;
3. თეონა ბერიძე - 40 ხმა.
იმის გათვალისწინებით, რომ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ფაკულტეტის საბჭოს სიითი შემადგენლობის ხმათა უმრავლესობა (49 ხმა), ბსუ-ს წესდებისა და არჩევნების დებულების შესაბამისად, ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის არჩევნების მე-2 ტური გაიმართება 2022 წლის 15 დეკემბერს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს პირველ ტურში გამოვლენილი საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი: 1. რამაზ ხალვაში და 2. თეონა ბერიძე.
საფუძველი: საარჩევნო კომისიის 9.12.2022 წლის შემაჯამებელი ოქმი №1
შემაჯამებელი ოქმი №1