ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ-ს სამეცნიერო ჟურნალ „აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნეს“ ევროპის საცნობარო ინდექსი-ERIHPlUS-ი მიენიჭა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის საერთაშო­რისო სამეცნიერო ელექტრონულ ჟურნალ „აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნეს“ (E-ISSN  2720-8168;  ISSN 2587-490X) ევროპის საცნობარო ინდექსი ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებისთვის-ERIHPlUS-ი მიენიჭა. საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი აღმოს­ავლეთმცოდნეობის მაცნე დაარსდა 2018 წელს ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნ­იე­რებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის ბაზაზე.

ჟურნალში ქვეყნდება სამეცნიერო სტატიები, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის (ფორუმის, სიმპოზიუმის და სხვ.)  მოხსენებები, სამეცნიერო ექსპედიციების ანგარიშები და რეცენზიები.

ჟურნალის სამეცნიერო სფეროები და მიმართულებებია:  აღმოსავლეთის ისტორია, პოლიტიკა, გეოგრაფია, წყაროთმცოდნეობა, ისტორიოგრაფია, ქრონო­ლოგია, რელიგიის ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, ეთნოგრაფია, ენათ­მეცნიერება, კულტურა, ფილოსოფია, ლიტერატურათმცოდნეობა, თარგმანი, კულ­ტურული ანთროპოლოგია.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტს და ჟურნალის რედაქტორს, პროფესორ ემზარ მაკარაძეს ულოცავს მნიშვნელოვან წარმ­ატებას.

ჟურნალის ელექტრონული მისამართი: https://openjournals.ge/index.php/hos;

https://kanalregister.hkdir.no/publiseringskanaler/erihplus/periodical/info.action?id=504530

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა