ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

კონკურსი სახელობითი სტიპენდიების მოსაპოვებლად

ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი   საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის აცხადებს კონკურსს საფაკულტეტო სახელობითი სტიპენდიების მოსაპოვებლად.

უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის (ბაკალავრიატი) სტუდენტებისთვის:

პროფ. აბელ სურგულაძის

პროფ. როლანდ კომახიძის

აკადემიკოს / დავით ხახუტაიშვილის

უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის (მაგისტრატურა) სტუდენტებისთვის:

სელიმ ხიმშიაშვილის

კონკურსში მონაწილეობის მიზნით, აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებმა 2023 წლის 04 აპრილიდან 10 აპრილის ჩათვლით, ბსუ-ს სტუდენტური პორტალის საშუალებით (წერილი კანცელარიას, რექტორის სახელზე) უნდა წარმოადგინონ:

ა) საკონკურსო დოკუმენტაცია (შედგენილი დანართი 1-ის შესაბამისად);

ბ) სტუდენტის განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 2-ის შესაბამისად);

გ) სტუდენტის ავტობიოგრაფია - CV (დანართი 3-ის შესაბამისად);

დ) სტუდენტის პირადობის მოწმობის ასლი;

ე) ცნობა სტუდენტის სტატუსისა და აკადემიური მოსწრების შესახებ (სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სასწავლო კურსებში „საშუალო შეწონილი“ ფორმულით, მიღებული 91 ქულის და მეტის მითითებით)

ვ) არანაკლებ ერთი რეკომენდაცია,  ბსუ-ს იმ აკადემიური თანამდებობის პირისგან, რომელიც კარგად იცნობს სტუდენტის აკადემიურ აქტივობას;

ზ) სტუდენტის მიერ გამოქვეყნებული ნაშრომის/ პუბლიკაციის დედანი ან დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

თ) სამეცნიერო ღონისძიებაში (კონფერენცია, სემინარი, სიმპოზიუმი და სხვა) მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომის, სიგელის, სერთიფიკატის და სხვ. დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობს შემთხვევაში)

კონკურსი ჩატარდება 2023  წლის 11 აპრილიდან 13  აპრილის ჩათვლით.

 

  დანართი 1 - საკონკურსო დოკუმენტაციის ნუსხა
  დანართი 2 - განცხადება
  დანართი 3 - სტუდენტის ავტობიოგრაფია

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა