19 აპრილი 2023 წელი
18-19 აპრილს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინიცირებითა და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, ბსუ-ს პროფესორ- მასწავლებლებისა და სტუდენტებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „სამეცნიერო ონლაინ-რესურსები და საერთშორისო მაღალრეიტინგულ ჟურნალებში სტატიების გამოქვეყენება“. ტრენინგს უძღვებოდა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელობის ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი თავაძე. ტრენინგ-პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებებით არსებულ სამეცნიერო ბაზებს, ელექტრონულ კატალოგებთან მუშაობის წესებს, სამეცნიერო ინსტიტუტების, გამომცემლობებისა და სხვა სამეცნიერო ინტერნეტ-რესურსების მოძიების ხერხებსა და იქ არსებული ინფორმაციის დამუშავების მეთოდებს.