18 აპრილი 2023 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი გაერთიანდა ჟურნალიზმის სწავლების ევროპულ ასოციაციაში (EJTA), რომლის ფარგლებშიც „ციფრული მედიისა და ინოვაციების“ სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები ელიზა ეფაძე და ანა ბაჟუნაიშვილი მონაწილეობდნენ FEJS –ის ყოველწლიურ საერთაშორისო სტუდენტურ ფორუმში. კონგრესს 12-18 აპრილს სლოვენიის დედაქალაქი ლუბლიანა მასპინძლობდა და მასში ევროპის თითქმის ყველა ქვეყნის მედიასკოლის სტუდენტი მონაწილეობდა. საერთაშორისო სტუდენტური ფორუმი ითვალისწინებდა თეორიულ და პრაქტიკულ ვორქშოფებს, რომლებზეც სტუდენტებმა აქტიურად განიხილეს თანამედროვე მედიის გამოწვევები და პრობლემები, არის თუ არა მედია დამოუკიდებელი, ობიექტური და როგორ უნდა ვებრძოლოთ მედიაპოლარიზებას, ასევე კიბერთავდასხმებსა და ე.წ Fake news.
ფორუმის ფარგლებში სტუდენტებს ცოდნა გაუზიარეს ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებმა. ჟურნალისტიკის ძირითადი სტანდარტების განხილვასთან ერთად, მათ რუსეთ-უკრაინის ომის გაშუქების გამოცდილებაზეც ისაუბრეს. ახალგაზრდა ჟურნალისტები ასევე სტუმრობდნენ ლუბლიანას ერთ-ერთ გავლენიან მედიაჰოლდინგს ,,RTV’’, სადაც პრაქტიკულად გაეცნენ კონვერგირებული ნიუსრუმის მუშაობის პრინციპებს.