ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ინგლისურ ენაზე მთარგმნელობითი და საკომუნიკაციო უნარების განმავითარებელი ლაბორატორიული ტრენინგ-კურსი

სურათი

ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თარგმანის ლაბორატორიაში ასოცირებულმა პროფესორმა ხათუნა ბერიძემ ინგლისურ ენაზე მთარგმნელობითი და საკომუნიკაციო უნარების განმავითარებელი ლაბორატორიული ტრენინგ-კურსი ჩაატარა. სწავლება მიზნად ისახავდა ენობრივი, მთარგმნელობითი და საკომუნიკაციო უნარების განვითარება-განმტკიცებას უახლესი მეთოდოლოგიითა და ლაბორატორიული ტექნოლოგიების გამოყენებით. ლაბორატორიული მეცადინეობებისას ინტეგრირებული იყო ლაბორატორიაში დამუშავებული უახლესი ტექსტური მასალა, ინტეგრირებული სასწავლო ვიდეომასალა, ენობრივი ტექნოლოგიები, აპლიკაციები და იმიტირებული სასწავლო გარემო. 

ტრენინგ-კურსზე გამოყენებული მეთოდოლოგია ემყარება ზეპირი უნარ-ჩვევების განმტკიცებას. გამოყენებული იყო აქტიური მოსმენა-გადმოცემის სავარჯიშოები, ტერმინოლოგიური სავარჯიშოები, შინაარსის  რეფორმულაცია, ინფორმაციის მეხსიერებაში „შენახვისა“ და გადმოცემის სავარჯიშოები, როლური იმიტაციების სავარჯიშოები და ინტერპრეტაციული სიმულაციები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა