13 მაისი 2023 წელი
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, განათლებისა და ზუსტ მეცნიერებათა ფაკულტეტის ენებისა და საინფორმაციო ცენტრის და გერმანული აკადემიური გაცვლითი სამსახურის (DAAD) ორგანიზებით და საქარველოს გერმანული ენის მასწავლებელთა ასოციაციის მხარდაჭერით (DVG) ვორქშოპი ჩატარდა. ვორქშოპში მონაწილეობა მიიღეს ბათუმის N2 და N3 საჯარო სკოლების, კერძო სკოლა „ევრო 2000“-ისა და ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ გერმანული ენის მცოდნე მოსწავლეებმა. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა თეონა ბერიძემ მოსწავლეებს გააცნო გერმანული ფილოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა.
ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტოს ასოცირებულმა პროფესორმა ნელი ახვლედიანმა ისაუბრა ენებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის საქმიანობასა და „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამების შესახებ ზალცბურგის, ზაარლანდის, დიუსელდორფისა და მიუნსტერის უნივერსიტეტებთან.
„ერაზმუს+“-ის და DAAD-ის სტიპენდიანტებმა, რეზო გოგიტიძემ და ნინო დავითაძემ მოსწავლეებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება გერმანიასა და ავსტრიაში სწავლის თაობაზე. DAAD-ის ლექტორმა მაქს ბორნმანმა მოსწავლეებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია დაადის სტიპენდიების შესახებ.
ვორქშოპის ფარგლებში მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღოთ გერმანული ენის ერთსაათიან პრაქტიკულ კურსში. ასევე გაიმართა დოკუმენტური ფილმის „ქართველი გერმანელები“ ჩვენება და დისკუსია. დასკვნით ნაწილში მოსწავლეებმა უპასუხეს შეკითხვებს, რომლებიც ეხებოდა აჭარაში მაცხოვრებელ გერმანელებსა და მათ მოღვაწეობას. მსგავსი აქტივობა მომავალშიც გაგრძელდება და მიიღებს ინტენსიურ ხასიათს.