ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ვიზიტი თურქულ-გერმანულ უნივერსიტეტში

სურათი

11-12 ნოემბერს ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა თეონა ბერიძემ და პროფესორმა მაია კიკვაძემ მონაწილეობა მიიღეს თურქეთის ქალაქ სტამბულში თურქულ-გერმანული უნივერსიტეტისა და Astana Publications-ს ორგანიზებით გამართულ მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმის მუშაობაში მოხსენებით - „LANGUAGE POLICY AND PERSPECTIVES OF LEARNING A NEW LANGUAGE”. სიმპოზიუმის მიმდინარეობისას  შედგა სამუშაო  შეხვედრა თურქულ-გერმანული უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ ჯემალ ილდიზთან, სადაც განიხილეს უნივერსიტეტების მომავალი პარტნიორობისა და ერთობლივი სასწავლო-სამეცნიერო პროექტების განხორციელების შესაძლებლობები. ორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას  შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარება დადებითად აისახება ფაკულტეტზე მოქმედი პროგრამების სასწავლო  პროცესის გაუმჯობესებასა და  უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციაზე.

ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრები Astana Publications-ის წარმომადგენლობასთან.

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა