9 იანვარი 2024 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის საერთაშორისო სამეცნიერო ელექტრონულ ჟურნალ „აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნეს“ (E-ISSN 2720-8168; ISSN 2587-490X) საერთაშორისო სამეცნიერო ინდე-ქსირების (ISI)/International Scientific Indexing ბაზაში მიენიჭა იმპაქტ ფაქტორის - 1.668 კოეფიციენტი (2023-2024). საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე დაარსდა 2018 წელს ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის ბაზაზე.
ჟურნალში ქვეყნდება სამეცნიერო სტატიები, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის (ფორუმის, სიმპოზიუმის და სხვ.) მოხსენებები, სამეცნიერო ექსპედიციების ანგარიშები და რეცენზიები.
ჟურნალის სამეცნიერო სფეროები და მიმართულებებია: აღმოსავლეთის ისტორია, პოლიტიკა, გეოგრაფია, წყაროთმცოდნეობა, ისტორიოგრაფია, ქრონო-ლოგია, რელიგიის ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, ეთნოგრაფია, ენათ-მეცნიერება, კულტურა, ფილოსოფია, ლიტერატურათმცოდნეობა, თარგმანი, კულტურული ანთროპოლოგია.
ვულოცავთ აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტს მნიშვნელოვან წარმატებას.
ჟურნალის ელექტრონული მისამართი: https://openjournals.ge/index.php/hos
https://isindexing.com/isi/viewjournal.php