ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ-ს პროფესორებმა საჯარო ლექცია წაიკითხეს თემაზე: „1921 წლის 25 თებერვალი - საბჭოთა ოკუპაციის დღე”

სურათი

ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის პროფესორებმა ჯემალ კარალიძემ და ოთარ გოგოლიშვილმა ბათუმის ელიტარულ სკოლა „გორდაში”  საჯარო ლექცია ჩაატარეს თემაზე: ,,1921 წლის 25 თებერვალი - საბჭოთა ოკუპაციის დღე”. მომხსენებლებმა განიხილეს საქართველოს XX საუკუნის ისტორიის ამ ტრაგიკული მოვლენის მიზეზები, წინაპირობები, საბჭოთა რუსეთის ზრახვები, იმჟამინდელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ნაბიჯები, სამშობლოს დამცველთა, განსაკუთრებით იუნკერთა თავგანწირული ბრძოლის ეპიზოდები. პროფესორებმა ჯემალ კარალიძემ და ოთარ გოგოლიშვოლმა ასევე შეაფასეს ამ მივლენის და საერთოდ ქართული სახელმწიფოებრიობისათვის ბრძოლის ისტორიის სწავლების მნიშვნელობა, განსაკუთრებით მომავალი თაობების ეროვნული ცნობიერების ფორმირების თვალსაზრისით. ლექციის დასრულების შემდეგ მომხსენებლებმა მოსწავლეების აქტუალურ შეკითხვებს უპასუხეს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა