ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ-ში სამეცნიერო კონფერენცია „მუჰაჯირობიდან მუჰაჯირობამდე“ გაიმართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია „მუჯაჯირობიდან მუჰაჯირობამდე“ გაიმართა. სესიაზე ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებმა და აჭარაში მცხოვრებმა აფხაზებმა სამეცნიერო მოხსენებები წარმოადგინეს აფხაზთა მუჰაჯირობის საკითხებზე. სამეცნიერო კონფერენცია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონის საგრანტო პროექტის „მუჰაჯირობიდან მუჰაჯირობამდე (აჭარაში დასახლებულ აფხაზთა მუჰაჯირობა  მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში და მუჰაჯირთა შთამომავლებთან აჭარაში მცხოვრები აფხაზების ურთიერთობის 21-ე საუკუნის რეალობა)“ ფარგლებში გაიმართა.

სამეცნიერო კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები:

1.  ლილე თანდილავა -  „ აფხაზთა მიგრაცია და გადასახლება XIX საუკუნეში სელჩუქ სოლ’ის (სიმსიმ’ის) მიხედვით“

2.  ჯემალ კარალიძე, რევაზ დიასამიძე - „აფხაზთა მუჰაჯირობა აჭარაში და აჭარიდან თურქეთში“

3.  მურმან გორგოშაძე - „თურქეთში მცხოვრები აფხაზები, როგორც უმცირესობა საერთაშორისო სამართლისა და თურქეთის სამართლებრივი აქტების მიხედვით“

4.  მარიამ ჩოხარაძე, მალხაზ ჩოხარაძე -  „მიგრაციათა ქრონოლოგიის ზოგიერთი თავისებურება ქართველ და აფხაზ მუჰაჯირთა შთამომავლების ზეპირ ისტორიებში“

5.  მალხაზ ჩოხარაძე - „ მუჰაჯირთა შთამომავლები საქართველოდან: საქარიას ილი - აქიაზის ილჩეს სოფლები და მოსახლეობა“

6.  ნატალია ლაზბა - „აფხაზების თურქეთში დასახლების ზოგიერთი ასპექტი“

7.  ადა ქუთელია - „აფხაზი მუჰაჯირები აჭარაში“

8.  ზეინაბ აკვაზბა - „მუჰაჯირი აკვაზბები აჭარასა და თურქეთში“

9.  ქსენია ბედია, ნიკა მუსხაჯბა - „ბედიებისა და მუსხაჯბების მუჰაჯირობა“

10. მანანა თავდგირიძე - „აფხაზ მუჰაჯირთა  შთამომავალ შარაშიძეთა გვარის ისტორიისათვის“

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა