6 ნოემბერი 2024 წელი
ამერიკული საერთაშორისო სკოლა ,,პროგრესის“ მეშვიდე კლასის მოსწავლეები ბსუ-ს მულტიმედია ცენტრს ეწვივნენ. ვიზიტი პროექტის ,,პროგრესის რეპორტიორი” ფარგლებში შედგა, რომლის მიზანია სკოლის მოსწავლეებს საშუალება მისცეს, საკუთარი სკოლისთვის საინფორმაციო გადაცემები და რეპორტაჟები მოამზადონ.
სკოლის მოსწავლეებს ჟურნალისტიკის პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ინგა შამილიშვილმა ჟურნალისტიკის განვითარების ეტაპები და ამ მიმართულებით არსებული საგანმანათლებლო პროგრამები გააცნო. მულტიმედია ცენტრის წარმომადგენლებმა სკოლის მოსწავლეებს ცენტრის ბაზა, მუშაობის სტრატეგია გააცნეს და საზოგადოებაში ჟურნალისტის როლზე ესაუბრნენ.
სკოლის მოსწავლეებს როლური თამაშის საშუალებით სტუდიაში წამყვანობის საშუალებაც ჰქონდათ. მათ თავად აიღეს ინტერვიუები მულტიმედია ცენტრის წარმომადგენლებისგან და პრაქტიკულად გაეცნენ სტუდიაში მუშაობის პროცესს. შეხვედრის დასასრულს სკოლის მოსწავლეებს ბსუ-ს რექტორის მოადგილე, თამარ სირაძე შეხვდა და ახალგაზრდებს უნივერსიტეტის ისტორია და სწავლის პირობები გააცნო.