31 მარტი 2015 წელი
მარტყოფის და მარაბდის ბრძოლების 390 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია „ქართველი ხალხის ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ისტორიიდან“ (XVII ს-ის პირველი მესამედი) გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ისტორიის სპეციალობის II და III კურსის სტუდენტებმა სესიაზე მოხსენებები წარმოადგინეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: პოლიტიკური ვითარება ამიერკავკასიაში XVI ს. ბოლოსა და XVII ს. დასაწყისში, შაჰ-აბასის ლაშქრობები აღმოსავლეთ საქართველოში, დედოფალი კახეთისა - ქეთევანი, მარტყოფის აჯანყება, მარაბდის ბრძოლა, გიორგი სააკაძე - გმირი თუ მოღალატე, ბაზალეთის ბრძოლა, გზა ევროპისაკენ - ქართველი დიპლომატ ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი. კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოლოგიის დეპარტამენტისა და სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.