ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

უნივერსიტეტში რიტორიკის სკოლა გაიხსნა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის რიტორიკის სკოლა გაიხსნა. სამსაფეხურიანი პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა ასაკის მსურველები ორატორული ხელოვნების საფუძვლებს დაეუფლებიან. პირველ ეტაპზე ყურადღება დაეთმობა მეტყველების ტექნიკის დახვეწას, მეტყველების ენერგეტიკას, ხმაზე მუშაობას, სხეულის მართვას, პოზას, ჟესტს, მოძრაობას, აუდიტორიის შიშის დაძლევას და სხვა (საჭიროების შემთხვევაში - ფსიქოთერაპიას). მეორე  საფეხური ითვალისწინებს შეძენილი ჩვევების გაღრმავებას, აუდიტორიის მართვას, მხედველობით კონტაქტს, სამეტყველო პაუზას, საჯარო გამოსვლის ტექსტის მომზადებას, სამეტყველო იმპროვიზაციას. მესამე ეტაპზე რთული აუდიტორიის მართვა, კითხვა-პასუხისა და დებატის ხელოვნების დაუფლება და ეფექტური პრეზენტაცია არის დაგეგმილი. სკოლის წარდგინების დასასრულს, მალხაზ ბალაძემ მასტერკლასი ჩაატარა აუდიტორიასთან ურთიერთობის ხელოვნებაზე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა