21 მარტი 2015 წელი
ფრანკოფონიის დღეები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტრადიციულად რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნა. ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ევროპეისტიკის დეპარტამენტის ორგანიზებით სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა თემაზე: ,,საფრანგეთის კულტურა და ცივილიზაცია“. ღონისძიების ფარგლებში ფრანგული ენის ტესტირება „Bonjour la France“ ჩატარდა. კონკურსში სტუდენტებთან ერთად აჭარის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. კვირეულის ეგიდით კინოთეატრში ,,აპოლო“ ფრანგულენოვანი ფილმის ჩვენება შედგა. ფრანკოფონიის დღეების საზეიმო დახურვაზე ფრანგული ინსტიტუტის დირექტორმა ჟან-ივ ლავუარმა კონკურსში გამარჯვებულებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. კვირეული უნივერსიტეტის თეატრალური დასის სპექტაკლით ,,ნაფტალინი“ და ფოტოგამოფენით დასრულდა. ღონისძიება მიზნად ისახავდა ფრანგული ენის პოპულარიზაციას, საფრანგეთის კულტურის გაცნობასა და აბიტურიენტთა მოზიდვას.