24 მარტი 2015 წელი
ამერიკელმა ლიტერატურათმცოდნემ პიტერ კლარკმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპეისტიკის დეპარტამენტის ინგლისური ფილოლოგიის სტუდენტებისთვის ლექცია წაიკითხა თემაზე: ,,უახლესი ამერიკული ლიტერატურა“. ექსპერტმა იმ ძირითად ტენდეციებსა და ახალი მხატვრული ფორმების შესახებ ისაუბრა, რომელიც თანამედროვე ამერიკულ ლიტერატურაში გაჩნდა. პიტერ კლარკი საქართველოში პროგრამის ,,მასწავლებლები გლობალური განათლებისთვის“ ფარგლებში იმყოფებოდა.