28 აპრილი 2015 წელი
არაფორმალური განათლების ცენტრის ეგიდით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვიდეოკონფერენცია ჩატარდა თემაზე: ,,ახალგაზრდობის პრობლემები თანამედროვე მსოფლიოში“. საქართველოს ელჩი გაეროში ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებით ლაშა შავყულაშვილი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან ჩაერთო და ახალგაზრდების აქტუალური პრობლემები განიხილა. ვიდეოკონფერენცია არაფორმალური ცენტრის კოორდინატორის ლალი ანთიძის ორგანიზებით გაიმართა და მასში 30 სტუდენტი მონაწილეობდა.