ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

„არაფორმალური განათლების ცენტრი“

სურათი

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, „არაფორმალური განათლების ცენტრის“ ფარგლებში,  მიმდინარე სასწავლო წელს ჩამოყალიბდა ლიტერატურის კლუბი, რომელსაც  ფილოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ნანა ტრაპაიძე ხელმძღვანელობს. შეხვედრები იმართება ყოველ კვირას, 14:00 საათზე. კლუბის მიზანია შექმნას არაფორმალური განათლების პრაქტიკა, მოიზიდოს ჰუმანიტარული ცოდნით დაინტერესებული სტუდენტები მათი ინტელექტის, კრიტიკული  და სამოქალაქო  აზროვნების განვითარებისათვის. კლუბის მუშაობაში აქტიურად არიან ჩართულები არა მხოლოდ ჰუმანიტარულო ფაკულტეტს სტუდენტები.         

 

ლიტერატურის კლუბმა არაერთ საინტერესო სტუმარს უმასპინძლა როგორც ბათუმის, ისე ქვეყნის სხადასხვა უნივერსიტეტიდან. ინფორმაცია საჯარო შეხვედრების შესახებ კლუბის facebook–ის გვერდზე  (ლიტ.კლუბი–ბსუ) თავსდება:

 

დათო ბარბაქაძე, მწერალი, ფილოსოფოსი, მთარგმნელი (სამხატვრო აკადემია). თემა: ,,პოეზია და ფილოსოფია"(29.11.2014);

 

გიორგი მელიქაძე, განათლების ადმინისტრირების მაგისტრი, ილიას უნივერსიტეტი, თემა: ,,განათლება, როგორც სოციალური გარდაქმნის მექანიზმი“(22.02.2015);

 

ხათუნა თავდგირიძე, გრ. რობაქიძის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, თემა: ,,არქაული და თანამედროვე მითოსური აზროვნება სოციალურ და პოლიტიკურ დისკურსში";

 

გიორგი კეკელიძე, მწერალი, ლიტერატორი; თემა: ,,ლიტერატურა და მოქალაქე“(01.03.2015);

 

ლევან ხალვაში, ენათმეცნიერი, ბსუ–ის ასისტ. პროფესორი, თემა: ,,მხატვრული ქმნილების ალეთეური ღირებულება“ (22.03.2015);

 

ნანა ცეცხლაძე, ბსუ, ასოც. პროფესორი, მზია ხახუტაიშვილი,ბსუ–ის ასისტ. პროფესორი. თემა:  ,,ქართული ენის ბუნება“(05.04.2015);

 

მიმდინარე სასწავლო წლის ბოლომდე დაგეგმილია შემდეგი საჯარო ლექციები:

 

ალეკო კაშია, მოწვეული მასწავლებელი, ბსუ, თემა: ,,ქართულ–აღმოსავლური კულტურულ–ესთეტიკური დიალოგის რამდენიმე ასპექტი“. 3. 05.15. 14:00 სთ. 44–ე აუდიტორია;

 

ლალი ანთიძე, ბსუ–ის ასოც. პროფესორი, თემა: ,,სიყვარულის ხელოვნება“. 10.05. 15; 14:00. სთ. 44–ე აუდიტორია;

 

ლალი ზაქარაძე, ბსუ–ის პროფესორი, თემა: ,,რუსული სული ნაციონალიზმსა და იმპერიალიზმს შორის“. 24.05. 15; 14:00 სთ. 44–ე აუდიტორია;

 

ლექსო დორეული, ფილოსოფოსი, თემა: ,,წერა და მეტყველება“. 14.06.2014; 14:00 სთ. 44–ე აუდიტორია;

 

აჭარის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, გაიმართა გიორგი ხეოშვილის, ფილოსოფიის დოქტორის, ტექნიკური უნივერსიტეტის ასოც. პროფესორის საჯარო ლექცია თემაზე – „ადამიანური ღირსება, როგორც ფილოსოფიური კატეგორია“.

მწერლისა და ფილოსოფოსის, დათო ბარბაქაძის საჯარო ლექცია თემაზე: ,,პოეზია, როგორც პასუხებზე კითხვების დასმის ხელოვნება“.

დაგეგმილია ასევე: 

 

1.      ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, კონსტანტინე ბრეგაძის საჯარო ლექციები: თემა I. ,,ფრიდრიხ ნიცშეს ფილოსოფია და მისი მნიშვნელობა  დღეს ეგზისტენციალური და სოციალური თვალსაზრისით”;  თემა  II.„რელიგიის  მოდერნული  და  ლიტერატური მოდერნისტული  გაგება  რომანტიზმში (გერმანული რომანტიზმის მიხედვით)“, 18– 19 ივნისი, 12:00 სთ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა