ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ-ს სტუდენტებმა ესეების წერის საერთაშორისო კონკურსში პირველი და მეორე საპრიზო ადგილები დაიკავეს

სურათი
თბილისში საერთაშორისო კონკურსის Write on Competition-ის გამარჯვებულების დაჯილდოება ჩატარდა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის მეორე, მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებმა  საერთაშორისო და რესპუბლიკურ კონკურსში   პირველი და მეორე საპრიზო ადგილები დაიკავეს.    ქეთევან ტვილდიანი - ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტი - საერთაშორისო მასშტაბით მესამე ადგილი, პირველი ადგილი საქართველოში. ალინა სარქისიანი - ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტი - საერთაშორისო მასშტაბით მეორე ადგილი, პირველი ადგილი საქართველოში. მაია პაპიძე--ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტი - მეორე ადგილი საქართველოში. მარია მამულაძე - ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტი - პირველი ადგილი საქართველოში. მარიანა აპოსტოლი - ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტი - მეორე ადგილი საქართველოში. ეკატერინე ნოღაიდელი - ფსიქოლოგიის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტი - მესამე ადგილი საქართველოში.
კონფერენცია  თბილისში, გივი ზალდასტანიშვილის ამერიკულ აკადემიაში ჩატარდა. გამარჯვებულები ამერიკელ მასწავლებელ მარია ინისთან ერთად გაემგზავრნენ.  მშვიდობის კორპუსის ამერიკელმა მოხალისეებმა  სტუდენტებს შემოქმედებით წერაში ტრენინგი ჩაუტარეს. ასევე მოწვეული იყო სპეციალური სტუმარი პროზაიკოსი და მთარგმნელი ანა კორძაია-სამადაშვილი. გამარჯვებულებს სერტიფიკატები და საჩუქრები გადაეცათ, ხოლო პირველ ადგილზე გასული გამარჯვებულების ესეები  მშვიდობის კორპუსის ვებგვერდზე განთავსდა.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს სტუდენტებს  გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს.
 

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა