5 მაისი 2015 წელი
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის სექციის სტუდენტთა რეფერატული ნაშრომების კონკურსი ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის, ქართული ფილოლოგიისა და ევროპისმცოდნეობის სპეციალობების სტუდენტებმა. წარმოდგენილი მოხსენებების ირგვლივ გაიმართა საინტერესო დისკუსია.
პირველი სამი ადგილი კონფერენციის მონაწილეებს შორის ასე გადანაწილდა:
1. ლია ბოლქვაძე, ქართული ფილოლოგიის I კურსის სტუდენტი
მოხსენება თემაზე:„სინდისის ცნების ისტორიულ-ფილოსოფიური მეტამორფოზები“ (ხელ-ლი პროფ. ლ. ზაქარაძე)
2. ანა შერვაშიძე,ქართული ფილოლოგიის I კურსის სტუდენტი
მოხსენება თემაზე:„ფრიდრიხ ნიცშე და კონსტანტინეგამსახურდია“ (ხელ-ლი პროფ. ლ. ზაქარაძე)
3. მარიკა გამახარია, „ადამიანი თავისუფლებასა და პასუხისმგებლობას შორის (ჯონ დიუი)“ (ხელ-ლი პროფ. ლ. ზაქარაძე)
ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ: პროფ. ლ. ზაქარაძე (ფილოსოფიის სექციის და სტუდენტთა სამეცნიერო წრის ხელი-ლი), პროფ. მ. მახარაძე, ასოც. პროფ. ვ. ბერიძე (ფილოსოფიის დეპარტამენტის ხელ-ლი) და ასისტ. პროფ. ი. ბაგრატიონი.
რეფერატულ ნაშრომთა კონკურსის პროგრამა