ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია

სურათი

ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მკვლევარებმა, ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლებმა და აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლებმა მოხსენებები წარმოადგინეს მეორე მსოფლიო ომის საკითხებზე. კონფერენციის მონაწილეებმა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, როგორიცაა „აჭარა მეორე მსოფლიო ომის წლებში“, „მეორე მსოფლიო ომი და თურქეთის მიერ მიტაცებული ქართული ტერიტორიების დაბრუნების საკითხი“,  „ჰიტლერის გეგმები მსოფლიოს პოლიტიკური რუკის შეცვლაში“, „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის წარგზავნილები მეორე მსოფლიო ომში“ და „მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ქალები აჭარიდან“. სამეცნიერო სესია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და  აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ორგანიზებით ჩატარდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა