ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

„ანთროპოცენტრული ლინგვისტური პარადიგმა და კულტურული მეხსიერება“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, სლავისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარინე აროშიძემ ჩაატარა ლექციების ცხრადღიანი ციკლი (ამა წლის 11 მაისიდან 20 მაისამდე) ჩრდილოეთ-კავკასიის ფედერალური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში თემაზე: „ანთროპოცენტრული ლინგვისტური პარადიგმა და კულტურული მეხსიერება“. მომხსენებელმა ლექციებზე განიხილა ისეთი დიდი მნიშნელოვანი საკითხები, როგორიცაა: კულტურათშორისი კომუნიკაციის პრობლემები, თარგმანის ლინგვოკულტუროლოგიური და სოციოლინგვისტური ასპექტები, ტექსტლინგვისტური ანალიზი და სხვ. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს ერთობლივი საგანმანათლებლო  პროგრამების შემუშავებაზე და სამეცნიერო დიალოგის შესაძლებლობაზე.

იხილეთ ვებგვერდი

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა