19 ნოემბერი 2015 წელი
UNESCO-ს რეგლამენტით გათვალისწინებული ფილოსოფიის პროგრამის ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ახალი პუბლიკაციების პრეზენტაცია გაიმართა. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარებულ ღონისძიებაზე ფილოსოფიის სპეციალობის სტუდენტებმა ახალი თარგმანები, მნიშვნელოვანი ტექსტები და სამეცნიერო კრებულები წარადგინეს. პროფესორმა ლალი ზაქარაძემ ისაუბრა ფილოსოფიის საერთაშორისო დღის ისტორიაზე, UNESCO-ს კულტურათა დაახლოების საერთაშორისო ათწლეულის (2013-2022) მიზნებზე, ინიციატივებზე, თანამედროვე საზოგადოებისთვის ფილოსოფიისა და კრიტიკული აზროვნების როლსა და მნიშვნელობაზე. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ასევე ფილოსოფიის უახლეს კვლევებზე, იმის შესახებ, თუ „რა შეუძლია და რა უნდა გააკეთოს დღეს ფილოსოფიამ?“. ღონისძიების დასრულების შემდეგ დარბაზში წარმოდგენილი წიგნები საჩუქრად გადაეცა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას.