ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

„უწყვეტი პროფესიული განვითარება აჭარაში: მიღწევები და შედეგები“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონფერენცია „უწყვეტი პროფესიული განვითარება აჭარაში: მიღწევები და შედეგები“ გაიხსნა. სამი დღის განმავლობაში სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებლები, რეგიონის 50 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლები, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამას გაეცნობიან. სესიის მონაწილეები ასევე იმსჯელებენ პროფესიული განვითარების უწყვეტი პროფესიული განვითარების კონცეფციაზე, სახელმწიფო სკოლებში ინგლისური ენის სწავლების აქტუალურ საკითხებსა და ინგლისური ენის მასწავლებლების პროფესიული განვითარების შესაძლებლობებზე. კონფერენცია ბრიტანეთის საბჭოსა და აჭარის განათლების ფონდის ორგანიზებით იმართება. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა