28 ნოემბერი 2015 წელი
ლიტერატურულ კლუბში პოეტმა პაატა შამუგიამ საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: ,,უახლესი ლიტერატურის გამოწვევები“. მომხსენებელმა თანამედროვე ლიტერატურაში არსებული გამოწვევების თავმოყრასა და საერთო ნიშნით ტიპოლოგიაზე ისაუბრა. თანამედროვე ლიტერატურამეოცე საუკუნის 10-იან წლებში იწყება; შესაბამისად, ლექცია იმ ექსპერიმენტების მიმოხილვით დაიწყო, რომლებმაც სალიტერატურო ენა და დისკურსები მნიშვნელოვნად შეცვალეს. ლიტერატურის გენერალური და მარგინალური ხაზების შეპირისპირება და გამოკვეთა აუცილებელია იმ მთავარი ესთეტიკური პროექტების წასაკითხად, რაც თანამედროვე ლიტერატურაში იქმნება. პოეტის თვალთახედვით დანახული მიმდინარე ლიტერატურული პროცესის ანალიზი, უახლესი ლიტერატურული ტენდენციები და პერსპექტივები საინტერესო აღმოჩნდა ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისა და ლიტერატურით დაინტერესებული პირებისათვის.
ლექცია გაიმართა აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ქვეპროგრამების - ,,უმაღლესი განათლების ხელშეწყობა“ - ფარგლებში.