4 დეკემბერი 2015 წელი
„სტუდენტური ასოციაციის“ ორგანიზებითა და სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის მხარდაჭერით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობის სტუდენტების ფოტოგამოფენა გაიხსნა. ახალგაზრდებმა დამთვალიერებელს საველე პრაქტიკის დროს, ფიჭვნარის, გონიოსა და სხვა არქეოლოგიური საველე გათხრების წარმოებისას აღმოჩენილი მასალების ამსახველი 50-მდე ფოტო წარუდგინეს.