29 დეკემბერი 2015 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებში მნიშვნელოვანი სიახლეა, მომავალი სასწავლო წლიდან სტუდენტებს საშუალება ექნებათ აირჩიონ და შეისწავლონ აფხაზური ენა. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა აფხაზური ენის სასწავლო კურსის სილაბუსებზე, გათვალისწინებულია ელემენტარული კურსის შესწავლა, რასაც დაეთმობა 4 სემესტრი. პროცესში აქტიურადაა ჩართული ბათუმის მკვიდრი, ეროვნებით აფხაზი ადა ქუთელია, რომელსაც აფხაზური ენის სწავლების კარგი გამოცდილება აქვს. რეგულარულად იმართება სამუშაო შეხვედრები, როგორც ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფ. მ. გიორგაძე აღნიშნა, ინიციატივა დაგვიანებულიცაა, რადგან აფხაზური მეორე ენაა, რომელსაც საქართველოში სახელმწიფო ენის სტატუსი აქვს; გასათვალისწინებელია ისიც, რომ აჭარაში ბევრი აფხაზი ცხოვრობს, რომელთა ინტერესებშიც შედის მშობლიური ენის შესწავლა. სამომავლოდ უნივერსიტეტში გაიხსნება აფხაზური ენის კაბინეტი, გაიმართება საინტერესო შეხვედრები.