15 თებერვალი 2016 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის პროფესორის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, მამია ფაღავას 60 წლის იუბილისადმი მიძღვნილი სხდომა გაიმართა. მკვლევარს იუბილე მიულოცეს, წარმატებები უსურვეს და მის ღვაწლზე ისაუბრეს უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ხალვაშმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა.
ქართული ენათმეცნიერების გამორჩეულ მოღვაწე, მკვლევარი, მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ქართველოლოგიის ცენტრის კოორდინატორი, სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე, პედაგოგი, მომავალი თაობების ღირსეულ მოძღვარი, პროფესორი მამია ფაღავა - 1979 წლიდან ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელია. ის მრავალი ისტორიული ნაშრომის ავტორია.
მამია ფაღავას ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს საექსპედიციო სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი.
იუბილეს ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები