10 მარტი 2016 წელი
მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამის- „Agir ABCD”- ის ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ფრანგი მასწავლებელი ფრანსუაზა ლენოტრი ეწვია. მოწვეული მასწავლებელი 3 თვის განმავლობაში პრაქტიკულ მეცადინეობებს ჩაუტარებს ფრანგული ფილოლოგიის (ძირითადი და დამატებითი) სპეციალობის სტუდენტებს. ამასთანავე, ის გამოცდილებას გაუზიარებს ლექტორ-მასწავლებლებს უცხოური ენის სწავლების თანამედროვე მეთოდებში. ფრანგი მასწავლებლის ვიზიტი ფრანგული ენის პოპულარიზაციას, ფრანგული ფილოლოგიის პროგრამის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას და გამოცდილების გაზიარებას ემსახურება.