10 მარტი 2016 წელი
3 მარტს, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი მამუკა ნადარეიშვილი, ბათუმის შ/რ სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის სპეციალობის მაგისტრანტებს შეხვდა. შეხვედრის ძირითადი თემა სოციალური დახმარების სისტემის დღევანდელი მდგომარეობის ანალიზი გახლდათ. თუმცა, საუბრისას, ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ისეთი საკითხები, როგორიცაა: საქართველოში სოციალური დახმარების სისტემის ჩამოყალიბებისა და განვითარების პერიოდის მიმოხილვა, სოციალური დახმარების მიმღებთა მდგომარეობისა და დახმარების მიღების მსაზღვრელების გაანალიზება, სოციალური დახმარების გაცემასთან დაკავშირებული სირთულეების განსაზღვრა. აღნიშნული ტიპის შეხვედრები სტუდენტთა ინფორმაციული დონისა და პრაქტიკული თვალსაწიერის გამდიდრებას უწყობს ხელს.