11 მარტი 2016 წელი
2016 წლის 9,10 და 11 მარტს, საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტებსა და ადმინისტრაციას შორის. სტუდენტებს ფაკულტეტის დეკანი, დეპარტამენტების ხელმძღვანელები და კურატორები შეხვდნენ. სტუდენტებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს აკადემიური და ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადებსა და პროცედურებზე. ადმინისტრაციისაგან პასუხები მიიღეს ყველა მათთვის საინტერესო კითხვაზე.