19 მარტი 2016 წელი
19 მარტს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფრანკოფონიის კვირეული ‘’ფრანკოფონია-2016’’ გაიხსნა. კვირეული სტუდენტთა ფერწერული და ფოტონამუშევრებით ‘’ერთხელ საფრანგეთში’’ დაიწყო და ფრანგულენოვანი კონკურსით გაგრძელდა. კონკურსში, სახელწოდებით ‘’Bonjour la France’’ რეგიონის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. გამარჯვებულ მოსწავლეებს სერტიფიკატები კვირეულის დასკვნით ცერემონიაზე გადაეცემათ.
ფრანკოფონიის კვირეული, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება, ფრანგული ენისა და კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტი ყოველწლიურად, სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავს ფრანკოფონიის დღესასწაულს.