ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საჯარო ლექცია ფილოსოფიის სტუდენტებისათვის

სურათი

27 აპრილს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის სპეციალობის სტუდენტებთან პროექტის ,,სტუმარი ლექტორის ვიზიტი“-ს ფარგლებში  სამუშაო შეხვედრა გაიმართა თსუ-ს პროფესორ ქეთევან მუხიგულთან. შეხვედრის თემა ეროვნულ და ეთნიკურ უმცირესობათა უფლებებს შეეხებოდა,  კერძოდ კი სახელმწიფო ენის სწავლების და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს. სტუდენტებს საშუალება მიეცათ უფრო ღრმად გაცნობოდნენ ეროვნულ უმცირესობებთან არსებულ პრობლემებს და სახელმწიფოს ვალდებულებებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
პროექტი სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია ,,CELA” მიერ, IFES მხარდაჭერით ხორციელდება. შეხვედრა ,,დემოკრატიისა და მოქალაქეობის“ სასწავლო კურსის ფარგლებში  შედგა  (კურსის ხელმძღვანელი ასოც. პროფესორი ლალი ანთიძე).


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა