ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

პროექტის „ქართველი ხალხის ეთნოგრაფიული ლექსიკონი - აჭარა“ წარდგინება

სურათი

პროექტის  „ქართველი ხალხის ეთნოგრაფიული ლექსიკონი - აჭარა“ პრეზენტაცია გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. პროექტის მონაწილეებმა  დამსწრე საზოგადოებას პირველ  სამუშაო წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში,  ლექსიკონის მნიშვნელობა, პროექტის განხორციელების ეტაპები და  მიღწევები   გააცნეს.

ნაშრომი „ქართველი ხალხის ეთნოგრაფიული ლექსიკონი - აჭარა“   შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. კვლევის ობიექტი აჭარის ტრადიციული კულტურული ფასეულობები, სამეურნო ყოფა , სულიერი კულტურა და ხალხური შემოქმედებაა.  პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ეთნოგრაფიული, ფოლკროლურ-დიალექტური ნაშრომების დამუშავება და   ვიზუალური მასალის მომზადება, რომელიც საბოლოოდ თავს  ლექსიკონში მოიყრის.

აღსანიშნავია, რომ ქართველი ხალხის ეთნოგრაფიული ლექსიკონი მნიშვნელოვანი სამეცნიერო სიახლეა. მსგავსი ხასიათის ნაშრომი არ მოგვეპოვება და ის ქართული ტრადიციული კულტურის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა