ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის შეხვედრა ბსუ-ში

სურათი

სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის დაარსებიდან 70 წლის თავთან დაკავშირებით, ბსუ-ში ინსტიტუტის სამეცნიერო პუბლიკაციების შესახებ საინფორმაციო გასვლითი შეხვედრა გაიმართა.  შეხვედრას, რომლის მიზანი ფილოსოფიური კვლევების პოპულარიზაცია იყო,  ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები და ფილოსოფიის სპეციალობის სტუდენტები ესწრებოდნენ.

სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა 2012 წლიდან ფილოსოფიური ტექსტების ქართული თარგმანების წარდგინება გააკეთეს, მათ შორის  ახლად გამოცემული დან ზაჰავის ,,ჰუსერლის ფილოსოფია’’ და ეტიენ ბალიბარის ,, მარქსის ფილოსოფია’’.

ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტების ბიბლიოთეკებს საჩუქრად გადაეცემა ინსტიტუტის ბოლო წლების სამეცნიერო პუბლიკაციების ორ-ორი ეგზემპლარი.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა