ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ისტორიის სპეციალობის სტუდენტთა პრეზენტაცია

სურათი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობის IV კურსის სტუდენტებმა  შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს თემაზე: აზიისა და  აფრიკის ქვეყნების  ახალი და უახლესი ისტორია.

ღონისძიების მიზანი აზიისა და აფრიკის ქვეყნების ისტორიის განვლილი სასწავლო კურსის შეჯამება  და  აღნიშნული ქვეყნების  პოლიტიკური სისტემის,  საგარეო და საშინაო პოლიტიკის განხილვა იყო.
პრეზენტაციას ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და ფაკულტეტის ადმინისტრაცია ესწრებოდნენ. ღონისძიება სტუდენტებისა  და პროფესორების, ემზარ მაკარაძისა და  ნოდარ ბარამიძის ორგანიზებით გაიმართა.

პროგრამის დასასრულს სტუდენტებს, ორგანიზატორებს და მოწვეულ სტუმრებს  მადლობის სიგელები გადაეცათ.
   


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა