ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ფრანკოფონიის კვირეული დაიწყო

სურათი

19 მარტს,  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ფრანკოფონიის კვირეული ‘’ფრანკოფონია-2017’’ გაიხსნა. კვირეული ფრანგულ ენაში კალიგრაფიის კონკურსითა  და რეგიონული ფრანგული ენის ტესტირებით დაიწყო.    კონკურსში,  სახელწოდებით  ‘’Bonjour la France’’  რეგიონის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.  გამარჯვებულ მოსწავლეებს  სერტიფიკატები კვირეულის დასკვნით  ცერემონიაზე გადაეცემათ.

ფრანკოფონიის კვირეული, რომელიც  მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება, ფრანგული ენისა და კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტი  ყოველწლიურად, სხვადასხვა შემეცნებითი და კულტურული ღონისძიებებით აღნიშნავს ფრანკოფონიის დღესასწაულს. დასკვნითი ღონისძიება 25 მარტს გაიმართება.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა