ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგეს

სურათი

ბათუმის განმათავისუფლებელ ბრძოლაში დაღუპული გმირები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა  რამდენიმე ღონისძიებით გაიხსენეს. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობის სტუდენტებმა კონფერენციაზე 1921 წლის 17-23 მარტს განვითარებულ მოვლენებზე მოხსენებები წარმოადგინეს და რეჟისორ ლევან ახობაძის დოკუმენტური ფილმის „დამოუკიდებლობის 1005 დღის“ ჩვენება გამართეს. ასევე გაიხსნა ამ დღეების ამსახველი გამოფენა და საინფორმაციო კამპანია. სტუდენტებმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ეზოდან  ტრადიციული  მსვლელობა მოეწყო, ახალგაზრდებმა მემორიალური ქვა ყვავილებით შეამკეს და იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგეს. ღონისძიებები ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ისტორიის სტუდენტური კლუბისა და სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა