ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

დედაენის დღე აღინიშნა

სურათი

დდედაენის დღე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნა. ჩატარდა სტუდენტური აქცია და მოეწყო ექსპოზიცია “არა ბარბარიზმებს“,  სადაც ახალგაზრდებმა ასი სიტყვა გამოფინეს. პროექტი მიზნად ისახავდა ქართულ ენაში მომრავლებული უცხოენოვანი ბარბარიზმების ნაცვლად საზოგადოებისთვის ქართული შესატყვისების შეთავაზებას. შოთა რუსთაველის დარბაზში  პროფესორ-მასწავლებლებმა მოხსენებები წარმოადგინეს ქართული ენის სიწმინდეზე, მისი სწავლებისა და უფლებების დაცვის საკითხებზე. საჯარო ლექციების ციკლის დასასრულს, სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა ილია ჭავჭავაძის ძეგლი გვირგვინით შეამკეს.

 

დედაენის დღისადმი მიძღვნილი საჯარო ლექციები:

 პროფესორი მურმან გორგოშაძე - „ქართული ენის სამართლებრივი სტატუსის შესახებ“

ასოცირებული პროფესორი მაია ბარამიძე - „ქართული სალიტერატურო ენის თანამედროვე მდგომარეობა და პრობლემები“

პროფესორი რამაზ ხალვაში „ქართული ანბანი - არამატერიალური კულტურის ძეგლი“

 

დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 10 მაისს პროფესორ თინა მარგალიტაძის საჯარო ლექციით „თანამედროვე ქართულ ენაში მიმდინარე პროცესები და მშობლიური და უცხო ენების სწავლების მეთოდოლოგია“ დასრულდება.

 

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა