ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

სამეცნიერო მივლინება ისტორიულ სამხრეთ საქართველოში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ,,ქართველოლოგიის ცენტრის“ მკვლევართა ჯგუფი სამეცნიერო პროექტების ,,ტაო“ (ხელმძღვანელი, პროფესორი მამია ფაღავა) და ,,მარადიდი“ (ხელმძღვანელი, პროფესორი მალხაზ ჩოხარაძე. ორივე პროექტი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ) ფარგლებში სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა ისტორიულ სამხრეთ საქართველოში. მეცნიერები ხუთი დღის განმავლობაში მუშაობდნენ ზემო მარადიდში - ახლა მურათლი (ძველი კლარჯეთის სოფელი, თანამედროვე ართვინის ილი, ბორჩხის ილჩე. თურქეთის რესპუბლიკა), ოლთისსა და თორთუმში (ძვ. ტაოს ქვეყანა. ახლა არზრუმის ილი, ოლთისისა და თორთუმის ილჩეები. თურქეთის რესპუბლიკა).

ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ: პროფესორი მამია ფაღავა (დიალექტოლოგია), პროფესორი მალხაზ ჩოხარაძე (ისტორია), ასოც. პროფესორი მერაბ ხალვაში (არქეოლოგია), ასოც. პროფესორი ზაზა შაშიკაძე (ისტორია), მძღოლი ტარიელ დიასამიძე.

მიუხედავად რთული მეტეოროლოგიური პირობებისა, ექსპედიციის წევრებმა მოინახულეს ოლთისისა და თორთუმის მატერიალური კულტურის ძეგლები, ჩაიწერეს გეოგრაფიული სახელები, ზოგიერთი თქმულება-გადმოცემა...  აღვნიშნავთ, რომ თანამედროვე ოლთისი და თორთუმი მეთურქულეა, გაფერმკრთალებულია ქართული ნაკვალევი ტაოს ამ კუთხეებში, გამომდინარე თქმულიდან, აქ გადარჩენილი ქართული მატერიალური კულტურის ძეგლების, ქართული ტოპონიმიკისა და ოლთისართა და თორთუმელთა ხსოვნაში დალექილი ძველი საქართველოს ისტორიისა და ყოფის ეპიზოდების შესწავლა მნიშვნელოვანია ქართული მეცნიერებისათვის.

ექსპედიცია სამეცნიერო-დაზვერვითი ხასიათისა იყო, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენდა 2017 წლის ზაფხულის კომპლექსური ექსპედიციების დაგეგმვა და სამუშაო სივრცის მონიშვნა, რაც წარმატებით შესრულდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა