8 მაისი 2017 წელი
ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ევროპის დღე აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში ევროპეისტიკის, სლავისტიკის და ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტებმა საინფორმაციო კუთხეები მოაწყვეს ევროპის ქვეყნების შესახებ. ასევე საინფორმაციო კუთხე წარმოადგინეს ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტმა, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა და საერთაშორისო განათლების ცენტრის ბათუმის ოფისმა. „ვკითხულობთ შექსპირს“ - ამ სახელწოდებით სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა შექსპირის სონეტები წაიკითხეს სხვადასხვა ევროპულ ენაზე. ევროპული დღეების ეგიდით, ფილოსოფიის მეორე კურსის სტუდენტმა მარიკა ბოლქვაძემ წარდგინება გამართა ევროპულ იდენტობაზე, რომლის დასრულების შემდეგ, მუსიკალური ნომრები შეასრულეს ქართველმა და უცხოელმა სტუდენტებმა.