10 მაისი 2017 წელი
დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ლექსიკოგრაფიული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის თინათინ მარგალიტაძის საჯარო ლექციათა ციკლი დაიწყო. პირველი მოხსენება თანამედროვე ქართულ ენაში მიმდინარე პროცესებსა და მშობლიური და უცხო ენების სწავლების მეთოდოლოგიას შეეხებოდა. თინათინ მარგალიტაძემ მოძრაობის "არა ბარბარიზმებს" ფარგლებში შექმნილი ინგლისურენოვანი ბარბარიზმების ელექტრონული ლექსიკონი წარუდგინა დამსწრე საზოგადოებას. შემდეგი მოხსენება ,,სიტყვის მნიშვნელობა და მისი სწავლებისა და კვლევის მეთოდები’ ’ ბსუ-ში, ხვალ, 12:00 საათზე გაიმართება.
თინა მარგალიტაძის საჯარო ლექციაები ბსუ-ში აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.