11 მაისი 2017 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროექტის ,,უნივერსიტეტის ფართო საზოგადოებისთვის’’ ფარგლებში აბიტურიენტებისათვის ზოგადი უნარების იმიტირებულ გამოცდებს მართავს .
ერთიანი ეროვნული გამოცდების იმიტირებული ტესტირება ბსუ-ს საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს და აჭარის რეგიონის 400-მდე აბიტურიენტი მონაწილეობს. ტესტირების მიზანი აბიტურიენტების ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მომზადება წარმოადგენს. გამოცდები ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებული „არაფორმალური განათლების ცენტრის’’ ორგანიზებით 8 მაისს დაიწყო და 12 მაისამდე გაგრძელდება.
პროექტის ,, უნივერსიტეტს ფართო საზოგადოებისათვის ‘’ფარგლებში ბსუ-ს ფილოსოფიის სხვადასხვა კურსის სტუდენტი 50-მდე აბიტურიენტს ზოგად უნარებში წლის განვავლობაში უფასოდ ამზადებს.
„არაფორმალური განათლების ცენტრი ’’ბსუ-ს ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე 2015 წელს შეიქმნა და მისი მიზანი უნივერსიტეტის როლის გაზრდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტის განხორციელება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საზოგადოების დაახლოებაა.