ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

პროფესორმა ნოდარ ლადარიამ საჯარო ლექციები წაიკითხა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებულ ლიტერატურული კლუბში გაიმართა ილიას უნივერსიტეტის პროფესორ, ნოდარ ლადარიას საჯარო ლექციები თემებზე:  ,,ევროპული სამიჯნური (კურტუაზული) პოეზიის დასაწყისი სამხრეთ საფრანგეთში“ და ,,დანტე ალიგიერი: კურტუაზულობიდან რეალიზმამდე“. საკითხები ეხებოდა სიყვარულის სოციალური გააზრების აუცილებლობას; კურტუაზული ეთოსის ეკონომიკურ ასპექტებს; არისტოკრატიისა და ბურჟუაზიის გამოხატვის თავისებურებებს; ასევე, დანტე ალიგიერის შემოქმედების ანალიზს კურტუაზულობიდან რეალიზმამდე. ფლორენციულ პერიოდს - „ახალი ცხოვრება“. დანტეს ელიტიზმს. დანტე - წინასწარმეტყველს. დანტეს პოემის ჟანრის განსაზღვრას. დანტეს რეალიზმის თავისებურებებს.
ლექციები ჩატარდა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ნოდარ ლადარიამ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის საჯარო ლექციები წაიკითხა. ცნობილი მკვლევარი ახალგაზრდებს ორი დღის განმავლობაში ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრა, როგორიცაა: „ევროპული სამიჯნურო პოეზიის დასაწყისი სამხრეთ საფრანგეთში“ და „დანტე ალიგიერი: კურტუაზულობიდან რეალიზმამდე“. ღონისძიება აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გაიმართა. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა