ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

„ანტიკურობის თანამედროვეობა“

სურათი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოთხმა სტუდენტმა მონაწილეობა მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის სტუდენტთა III სამეცნიერო კონფერენციის - „ანტიკურობის თანამედროვეობა“ - მუშაობაში. ზვიად ჩხენკელმა კონფერენციაზე მოხსენება წარადგინა თემაზე: გონიო - აფსაროსის 2016 წლის ექსპედიციის შედეგები (ხელმძღვანელი, პროფ. შ. მამულაძე), ლუკა ლელაძემ - მითოსური სიუჟეტები ანტიკური ხანის კერამიკაზე, ბათუმის მუზეუმების მასალების მიხედვით (ხემძღვანელი, პროფ. მ. გიორგაძე), მარიკა გამახარიამ - არისტოტელეს მოძღვრება სულის შესახებ და მისი რეცეფცია შუა საუკუნეების ინტელექტის თეორიებში (ხელმძღვანელი: პროფ. ლ. ზაქარაძე) და
თათია დავითაძემ - კოსმოგონიური მითოსი ქართულ ფოლკლორში (ხელმძღვანელი: პროფ. თ. შიოშვილი). სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა