ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ვიზიტი რიზეს სახელმწიფო უნივერსიტეტში

სურათი

21-23 მაისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დელეგაცია (პროფ. მარინე გიორგაძე (ფაკულტეტის დეკანი), პროფესორი მამია ფაღავა, პროფესორი მაია ბარამიძე, პროფესორი მალხაზ ჩოხარაძე, დოქტორანტი მარიამ ჩოხარაძე) რიზეს რეჯეფ ტაიფ ერდოღანის სახელმწიფო უნივერსიტეტში  იმყოფებოდა.

ბსუ-ს პროფესორებმა რიზეს უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის სტუდენტებს ლექციები წაუკითხეს ქართული ანბანის, ქართული სალიტერატურო ენისა და  ქართული ლიტერატურის შესახებ და ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტს საჩუქრად ქართველი მწერლების წიგნები გადასცეს. (ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ვაჟა ფშაველა, მიხეილ ჯავახიშვილი, ნიკო ლორთქიფანიძე, რევაზ ინანიშვილი და სხვ.)

დელეგაციის წევრები  ფაკულტეტის დეკანს ბატონ ოქტაი თორულს შეხვდნენ.   ისაუბრეს ურთიერთობის პერსპექტივებზე და არაერთი საინტერესო შესაძლებლობა განიხილეს. ბსუ-ს ასოც. პროფესორმა  მაია კიკვაძემ და დოქტორანტმა მარიამ ჩოხარაძემ  ჩაატარეს სემინარი, მათ რიზელ სტუდენტებთან გამოსცადეს ბსუ-ს უწყვეტი განათლების ცენტრის ინოვაციური პროექტი, რომლის მიზანია სწავლებისა და შეფასების ახალი ელექტრონული სისტემის დანერგვა პროგრამისთვის „ქართული ენა უცხოელთათვის“.

ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობა რიზეს უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო წელს გაიხსნა და   უკვე 12 სტუდენტი ირიცხება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა